გრძელდება ბრძოლა რუსული კანონის წინაანღმდეგ.
ევროპული მარში დღეს დილის 10 საათიდან დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, საიდანაც ექვსივე ფაკულტეტის სტუდენტები ერთად დაირძრნენ პარლამენტისკენ.
ერთ-ერთი სტუდენტი ემიგრანტ დედას პირდაპირ აქციიდან მიმართავს.
“ეს სამშობლო არის ჩვენი, ახალგაზრდების. ნუ მიგვაქანებენ რუსეთისკენ… დე, ვიცი რომ ახლა გამოცდაზე გგონივარ, მაგრამ შენთვის ვდგავარ აქ.
შენ რომ იტალიიდან ჩამოხვალ, მე მინდა რომ მთლიანი საქართველო დაგახვედრო”- ამბობს აქციის მონაწილე სტუდენტი.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ს ყველა ფაკულტეტის სტუდენტები გაიფიცნენ.