სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “პარლამენტთან ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა“ - ირაკლი კობახიძე

    “პარლამენტთან ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა“ - ირაკლი კობახიძე
    7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების მისვლა და პროტესტის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვის ფაქტი შეაფასა.

    “პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას – პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ლუსტრაციაა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    პრემიერის თქმით, სწორედ ამიტომ ითხოვდა საქართველოს ხელისუფლება კანონის მიღებას.

    “რაც შეეხება იმას თუ რა ხდება სცენაზე, როდესაც გამოდიან კონკრეტული ქვეყნების დეპუტატები, ამას ვითხოვდით ჩვენ ამ ე.წ. რუსული კანონით, ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა და დღეს ჩვენ სცენაზე, პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას – პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ლუსტრაციაა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. ეს არის ყველაფრის ლუსტრაცია, დანარჩენზე საზოგადოება გააკეთებს საკუთარ დასკვნებს“, – განაცხადა პრემიერმა.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ