სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ერთი მიზეზი მითხარი რატომ ვარ პროვოკატორი? მტკივა რომ მირტყამ…“ – რატომ ატირდა აქციაზე ნანკა კალატოზიშვილი

    “ერთი მიზეზი მითხარი რატომ ვარ პროვოკატორი? მტკივა რომ მირტყამ…“ – რატომ ატირდა აქციაზე ნანკა კალატოზიშვილი
    1 კვირის და 1 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებს ემოციურად მიმართა. აქციაზე მყოფ პოლიციელებს მსახიობმა მას შემდეგ მიმართა, რაც მას ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა პროვოკატორი უწოდეს:


    “ერთი მიზეზი მითხარი რატომ ვარ პროვოკატორი? მტკივა რომ მირტყამ, რამდენიც არ უნდა მირტყა მე ამ ქვეყანას არ დავუთმობ რუსეთს, მე მაძლიერებს მამაჩემის სული და მისი ხსოვნა და ვიდგები ბოლომდე. შენ გაძლიერებს იარაღი და ვიღაცის ორი მილიარდი აქ სხვაობაა.

    მე კადრებს ვუყურე როგორ ურტყამენ ხელებშეკრულ მუსიკოსს, რატომ ურტყამ კიდევ რატომ, ხომ უკვე დაჭერილია. რა იდეას ემსახურებიან ვერ ვხვდები, თვითონ 2008 წელს ნაბრძოლი აქვთ ამ ბიჭებს (სამართალდამცველებზე) და მიშას გამო იბრძოდნენ თუ ქვეყნის და ოჯახის გამო, 2008 წლის მეომრების სია რომ გადასცეს რუსეთს ეს მოსწონთ ამათ? კიდევ მე მეძახიან პროვოკატორს, შემისრუტე და ჩამქოლე მიდი“- მიმართა სამართალდამცველებს ნანკა კალატოზიშვილმა.