ქართველი სპორტსმენი, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ავარიაში მოყვა.
„ყველა კარგადაა, ყველა უსაფრთხოდაა“ - წერს ის სოციალურ ქსელში და ასე ატყობინებს გამომწერებს, რომ კარგადაა.
„ნიუ იორკში სულ ერთი დღე და რამდენიმე საათია ვარ და მოვყევი დიდ ავარიაში. კარგად ვარ“ - ამბობს ვიდეოჩანაწერში მერაბ დვალიშვილი, კადრებში ჩანს როგორ მიდიოდა სპორტსმენი "უბერით" დანიშნულების ადგილას, სწორედ ამ დროს მოხდა შეჯახება და უსაფრთხოების ბალიში გაიხსნა.