სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ცნობილია რა სამხედრო დახმარება გაუწია აშშ-მ უკრაინას ომის დაწყების შემდეგ დღემდე

    ცნობილია რა სამხედრო დახმარება გაუწია აშშ-მ უკრაინას ომის დაწყების შემდეგ დღემდე
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით 4,6 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია.

    შტატებმა ქვეყანას 108 “ჰოვიზერი”, 14 000 “სტინგერი, 26 ათასი “ჯაველინი” და სხვა ტანკსაწინააღმდეგო სისტემები გადასცა. აღნიშნულის შესახებ უკრაინაში ამერიკის საელჩომ Тwitter-ზე დაწერა.

    “უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა 11 ტრანშის შესახებ განაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების მიზნით. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომ უკრაინელი ხალხი უზრუნველვყოთ იმით, რაც მათ საკუთარი ქვეყნის დასაცავად აუცილებლად სჭირდებათ”,
    - წერია Тwitter-ზე.

    ასევე უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან 220 ათასი საარტილერიო ჭურვი, 50 მილიონი ვაზნა და 75 ათასი ჯავშანი და ჩაფხუტი მიიღო.

    შეგახსნებთ, ომი 24 თებერვალს დაიწყო.