სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „გადაღება მოუწყვეს ცხვირის გატეხვის და დასიხლიანების შემდეგ და აი თურმე რაში სჭირდებოდათ ეს კადრები“ - ქაცარავას მეუღლის განცხადება

    „გადაღება მოუწყვეს ცხვირის გატეხვის და დასიხლიანების შემდეგ და აი თურმე რაში სჭირდებოდათ ეს კადრები“ - ქაცარავას მეუღლის განცხადება
    4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    14 მაისს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ დავით ქაცარავას, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წარმომადგენელს, ოპერაცია ჩაუტარდა.

    როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმი ამბობს, მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია:

    „პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ. აღენიშნებოდა სახის ძვლების ტრავმა. გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია. მოტეხილი იყო ყვრიმალის ძვალი. ზედა ყბის ძვლები. გაკეთდა ოპერაცია, ყველაფერი რიგზეა. ალბათ ორი-სამი დღე დარჩება სტაციონარში. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.“

    დავით ქაცარავას დაკავების კადრებში ჩანს, რომ ის აქციის მონაწილეებს შორის იდგა და სხვებს ელაპარაკებოდა, როცა სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ადამიანი ერთდროულად მოწყდა და გამოიქცა მისი მიმართულებით - ყველა მათგანს სახე შავი ნიღბებით ჰქონდა დაფარული.

    ქაცარავას მეუღლის კომენტარი:

    „არაერთგზის არაერთი სპეცის მიერაა ნაცემი ჯგუფურად. შავ მასაში შეთრევის შემდეგ წამით არ გაუჩერებიათ დათოს გინება. ურტყამდნენ თავიდანვე. ჭიჭინაძეზე ათრევის შემდეგ ჩააყენეს წრეში და დაესივნენ. მერე შეაგდეს ფურგონში. ამ სპეცებმა წაართვეს მობილური, საფულე, პატარა ზურგჩანთა. ( ეს ცალკე ამბავია, კანონდარღვევა) ურტყამდნენ პარტია – პარტია, ლანძღვითა და გინებით. დათო მხოლოდ ერთობისკენ და საერთო მტრის ოკუპანტის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებდა ამ მათი ბილწსიტყვაობის ფონზე. ასევე იღებდნენ ტელეფონით ამ პროცესს. განსაკუთრებული გადაღება მოუწყვეს ცხვირის გატეხვის და დასიხლიანების შემდეგ, თავი ააწევინეს, რომ კადრში კარგად გამოჩენილიყო მისი დაზიანებები. თითქოს ანგარიშის ჩასაბარებლად უნდოდათ ეს კადრები. კიდევ ურტყეს შემდეგ. სპეცხელთათმანებით, მუშტზე კასტეტები რომ აქვს.
    ესა აღარაა ძალის გადამეტება!!!!
    კვალიფიკაცია უნდა იყოს წამება-არასათანადო მოპყრობა!
    სტრასბურგი წინაა, აუცილებლად!
    ბოლოს თავისიანს დაუძახია, კაი ახლა გეყოფაო…
    პატრულს გადაუსვეს, წაიყვანეს სამგორის ,,შუშებში”. იქედან სასწრაფომ წაიყვანა ინგოროყვას კლინიკაში.
    თავისთავად, ასეთი უმძიმესი დაზიანებებით არ დაიტოვეს. ხელწერილითაა გამოშვებული.
    თუკი ვინმე დარჩა ამის შემდეგ ვისაც ჰგონია, რომ ორი არჩევანი გვაქვს, ვინც ფიქრობს რომ უი, აი განსხვავებულ აზრზე ვარ და მე ჩემი აზრი მაქვსო, სასწრაფოდ გაქრით ჩემი ყველა სახის ველიდან!!!!
    საქართველოს სჭირდება ერთგული მოქალაქეები! თქვენ ყველა მოღალატენი ხართ! ესაა რუსეთი მხარეს ყოფნა და გააცნობიერეთ ეს!
    საქართველო გაიმარჯვებს სახელოვნად!“, – წერს სოფია ხაჭაპურიძე.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ