სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ჩამიდგეს „პლასტინა“… დამტვრეული მაქვს ზედა ყბა, ასევე ჩამტვრეულია თვალბუდის ძვალი“ - დავით ქაცარავას კომენტარი

    „ჩამიდგეს „პლასტინა“… დამტვრეული მაქვს ზედა ყბა, ასევე ჩამტვრეულია თვალბუდის ძვალი“ - დავით ქაცარავას კომენტარი
    1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    14 მაისს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ დავით ქაცარავას, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წარმომადგენელს, ოპერაცია ჩაუტარდა.

    როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმი ამბობს, მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია:

    „პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ. აღენიშნებოდა სახის ძვლების ტრავმა. გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია. მოტეხილი იყო ყვრიმალის ძვალი. ზედა ყბის ძვლები. გაკეთდა ოპერაცია, ყველაფერი რიგზეა. ალბათ ორი-სამი დღე დარჩება სტაციონარში. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.“

    დავით ქაცარავას დაკავების კადრებში ჩანს, რომ ის აქციის მონაწილეებს შორის იდგა და სხვებს ელაპარაკებოდა, როცა სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ადამიანი ერთდროულად მოწყდა და გამოიქცა მისი მიმართულებით - ყველა მათგანს სახე შავი ნიღბებით ჰქონდა დაფარული.

    აი რა კომენტარი გააკეთა დავით ქაცარავამ:

    „თვალბუდის ძვალია ჩამტვრეული, ასევე დამტვრეულია ზედა ყბა, სერიოზული ჰემატომები მაქვს თავზე, ასევე ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმის. ოპერაციის შედეგად „პლასტინა“ ჩამიდგეს“