სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “გუშინდელი პრინციპული გადაწყვეტილებით საქართველო კიდევ უფრო დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის სუვერენიტეტის ქვეყანა გახდა - სუბარი”

    “გუშინდელი პრინციპული გადაწყვეტილებით საქართველო კიდევ უფრო დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის სუვერენიტეტის ქვეყანა გახდა - სუბარი”
    1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    Facebook-ზე “ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი წერს, რომ გუშინდელი პრინციპული გადაწყვეტილებით საქართველო კიდევ უფრო დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის სუვერენიტეტის ქვეყანა გახდა.

    მისივე თქმით, მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის - პირიქით, ხალხი გაიგებს ყველაფერს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ფინანსების შესახებ.

    “გუშინდელი პრინციპული გადაწყვეტილებით:

    1. საქართველო კიდევ უფრო დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის სუვერენიტეტის ქვეყანა გახდა. მან სერიოზული გარეჩარევების მიუხედავად შეძლო თავად მიეღო გადაწყვეტილება!

    2. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ვუთხარით: აზრი არ აქვს ასეულობით მილიონების ხარჯვას იმ ხალხში, რომლებსაც აღმოჩნდა, რომ დავალებების შესრულების ძალაც არ გააჩნიათ, არც კანონის გაწვევის უზრუნველყოფის, არც რევოლუციის და არც არაფრის. უცხოეთიდან გაკეთებულმა, თქვენი წარმომადგენლების ხისტმა განცხადებებმაც კი ვერ გააძლიერა ისინი. ამ ფულის ხარჯვა გაცილებით უკეთესი იქნება ისეთ საქმეებში, რაც თქვენი და ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებში ჯდება. ასეთ საქმეებში მხოლოდ თანხის ნაწილის დახარჯვას ჯობს მთლიანად დაიხარჯოს, ხედავთ, რომ აგენტურისგან ხეირი მაინც არ არის. ჩვენც და ქართველი ხალხიც უფრო მადლიერები ვიქნებით! ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციაც გაცილებით მეტ დაფინანსებას მიიღებს და ეს თანხები 50-მდე მდიდარი ენჯეოს ხელში არ კონცენტრირდება! კარგი საქმეებიც გაცილებით მეტი გაკეთდება!

    3. მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით. ხალხი გაიგებს ყველაფერს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ფინანსების შესახებ. ახალგაზრდებიც გაიგებენ, რა ბინძურად ატყუებდნენ მათ!“ - წერს სუბარი.