სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ჩვენ ვართ მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული დეპუტატები და გვაქვს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც, რომ კანონი მივიღოთ” - ყაველაშვილი

    “ჩვენ ვართ მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული დეპუტატები და გვაქვს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც, რომ კანონი მივიღოთ” - ყაველაშვილი
    1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მედიასთან საუბარში პარტია “ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც აქციაზე დგანან ან ქუჩას კეტავენ უნდა იცოდნენ, რომ ევროპაში იქნება თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დემოკრატია და სამართალი მუშაობს ერთი მიმართულებით.

    მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში გამოსულია 10 ან 30 ათასი ახალგაზრდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უმრავლესობაში არიან.

    ყაველაშვილი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, გაიმარჯვონ და შემდეგ თავად გადაწყვიტონ რომელ კანონს მიიღებენ ან არ მიიღებენ.

    “ძალიან კარგად იქცევა ხელისუფლებაც, სამართალდამცავი ორგანოებიც, შინაგან საქმეთა მინისტრიც და დიდი მადლობა მათ ამისათვის. ყველამ უნდა იცოდეთ, რომ სახელმწიფო უნდა იდგეს თავის სიმაღლეზე.

    იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც აქციაზე დგანან ან ქუჩას კეტავენ, უნდა იცოდნენ, რომ ევროპაში იქნება თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატია და სამართალი მუშაობს ერთი მიმართულებით. ანუ ჩვენ, რომლებმაც კანონი გამჭვირვალობის შესახებ მივიღეთ, ვართ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული დეპუტატები. შესაბამისად, ვართ უმრავლესობა და ჩვენ გვაქვს არათუ უფლება, არამედ ვალდებულება, რომ მივიღოთ კანონი. თქვენ თუ ათი ან 30 ათასი ხართ და გამოდიხართ ქუჩაში, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ უმრავლესობა, თქვენ შეიძლება იყოთ უმცირესობის უმრავლესობა და ამიტომ კეთილი ინებეთ არსებობს არჩევნები, მიიღეთ მონაწილეობა, გაიმარჯვეთ და შემდეგ გინდ კანონი შეცვალეთ და გინდ სხვადასხვა მიმართულებები,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.