სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “რომ დავოჯახდით, ჩემს ვიზუალზე წერდნენ: „სიყვარული ბრმაა, მაგრამ არც ასეთიო“ - რას ჰყვება გიორგი ცხადაძის მეუღლე

    “რომ დავოჯახდით, ჩემს ვიზუალზე წერდნენ: „სიყვარული ბრმაა, მაგრამ არც ასეთიო“ - რას ჰყვება გიორგი ცხადაძის მეუღლე
    7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი ცხადაძე ქართულმა საზოგადოებამ მუსიკალურ შოუ "მხოლოდ ქართულში" მონაწილეობის დროს გაიცნო.

    გიორგიმ რამდენიმე წლის წინ ოჯახი შექმნა და წყვილს უკვე პატარა გოგო ნენე ჰყავს. ცხადაძის მეუღლე ჟურნალისტი სალომე ლემონჯავაა.

    გიორგი და სალომე ერთმანეთს სკოლის პერიოდიდან იცნობენ. წყვილმა რამდენიმეწლიანი შეყვარებულობის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტა. მათ ერთი შვილი, უსაყვარლესი ნენე ჰყავთ.

    ამჯერად წყვილი "რადიო ფორტუნას" ეთერში ერთმანეთის შეკითხვებს პასუხობენ:

    სალომე: “ჯერ მე მომეწონა და ჯობია, ვთქვათ... რომ დავოჯახდით, ჩემს ვიზუალზე წერდნენ: „სიყვარული ბრმაა, მაგრამ არც ასეთიო“ - რას მერჩოდით?

    გიორგი: ბრმაა სიყვარული? ნახეთ, რა გოგო მყავს.

    სალომე: „არ ვარ მეუღლე, რომელიც სახლს ალაგებს, საჭმელს აკეთებს და ტანსაცმელს აუთოებს. როდისმე ამის გამო გაბრაზებულხარ?

    გიორგი: როდისმე არა, სულ ვბრაზობ, ამაში ვერ ვთანხმდებით. სახლის დალაგება ბოლო პერიოდში დაიწყო. ადრე სულ მე მაწუხებდა ეს თემა.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ