სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "უდი­დეს პა­ტივს მი­ვა­გებ თქვენს თა­ო­ბას!" - ბიძინა ივანიშვილის მეუღლის სკანდალური განცხადება

    "უდი­დეს პა­ტივს მი­ვა­გებ თქვენს თა­ო­ბას!" - ბიძინა ივანიშვილის მეუღლის სკანდალური განცხადება
    11 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკა­ტე­რი­ნა ხვე­დე­ლი­ძე-ივა­ნიშ­ვი­ლიი განცხადებას ავრცელებს და ქი­რურგს ადა ლექ­ტორ როს­ტომ ცხვე­დი­ა­ნს კომენტარზე პასუხობს:

    "მო­გე­სალ­მე­ბით, ბ-ნო როს­ტომ,

    შე­უძ­ლებ­ლად ჩავ­თვა­ლე, უყუ­რა­დღე­ბოდ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა თქვე­ნი ემო­ცი­უ­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო მო­მარ­თვა ჩემ მი­მართ.

    სამ­წუ­ხა­როდ, ვერც მე და ვერც ჩემ­მა დამ ვერ შევ­ძე­ლით, ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბებ­ში აღგ­ვედ­გი­ნა თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სცე­ნე­ბი, მაგ­რამ თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ თქვენ იც­ნობ­დით ჩემს მა­მას და ბრძან­დე­ბით მისი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს მოგ­მარ­თოთ.

    უდი­დეს პა­ტივს მი­ვა­გებ თქვენს თა­ო­ბას!

    მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ თქვენ­მა თა­ო­ბამ, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი ქარ­ტე­ხი­ლი­სა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო, ქარ­თუ­ლი ენა და თვითმყო­ფა­დო­ბა! დღეს ეს ჩემი თა­ო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა!

    თქვენ უკვე ბავ­შვო­ბი­დან იწ­ვნი­ეთ, თუ რას ნიშ­ნავს ომი და ომში და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბის ხსოვ­ნის ტკი­ვი­ლი!

    თქვენ ასე­ვე კარ­გად იგ­რძე­ნით ომის შემ­დგო­მი აღ­დგე­ნის სიმ­ძი­მე და მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სიძ­ნე­ლე­ე­ბი!

    ცხოვ­რე­ბის ქარ­ტე­ხილ­მა ეროვ­ნუ­ლი თვითმყო­ფა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბიც არ მო­გაკ­ლოთ და 2008 წლის ომის ტრა­გე­დი­აც გა­და­გა­ტა­ნი­ნათ!

    ამ­დე­ნი ტკი­ვი­ლის და გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე თა­ო­ბას კი, და­მე­თან­ხმე­ბით, გა­ცი­ლე­ბით მეტი მო­ე­თხო­ვე­ბა, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდა სტუ­დენტს!

    ბავ­შვო­ბი­დან კარ­გად მახ­სოვს, თუ რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­და მამა გეგ­მუ­რი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის­თვის. ეს მა­გა­ლი­თი მუ­დამ თვალ­წინ მიდ­გას. სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ცდი­ლობ­და მამა, თა­ვი­სი ცოდ­ნა გა­ეღრმა­ვე­ბი­ნა და არ კმა­ყო­ფილ­დე­ბო­და არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნით და გა­მოც­დი­ლე­ბით. ეს თქვე­ნი თა­ო­ბის უნი­კა­ლუ­რო­ბაა: შე­ის­წავ­ლო სიღ­რმი­სე­უ­ლად სა­კი­თხი, გა­ა­კე­თო ანა­ლი­ზი და მხო­ლოდ ამის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ი­ტა­ნო დას­კვნა!

    სწო­რედ ასე­თი შე­ხე­დუ­ლე­ბა მაძ­ლევს სა­ფუძ­ველს, ვიყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იმა­ში, რომ ეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა თქვენ არა­მარ­ტო წა­კი­თხუ­ლი, არა­მედ შეს­წავ­ლი­ლიც გაქვთ! ამი­ტომ წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია, არ მო­გის­მი­ნოთ და არ გკი­თხოთ - გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონ­ში, კერ­ძოდ რო­მე­ლი პუნ­ქტი არ მოგ­წონთ და რა­ტომ? მე მზად ვარ, შე­გახ­ვედ­როთ სპე­ცი­ა­ლის­ტებს (თქვენ­თვის მი­სა­ღებ ფორ­მატ­ში), რომ­ლებ­თა­ნაც შეძ­ლებთ დის­კუ­სი­ას და თქვე­ნი შეს­წო­რე­ბე­ბის შე­ტა­ნას ან მათი არ­გუ­მენ­ტე­ბის შემ­დეგ, აზ­რის შეც­ვლას.

    ჩემ­თვის ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია თქვე­ნი და თქვე­ნი თა­ო­ბის, ისე­ვე რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის აზრი.

    დღეს, ამ კა­ნო­ნის არას­წორ­მა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ამ გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლე­ჩა, ჩემი აზ­რით კი, ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ფლიქ­ტი მხო­ლოდ დი­ა­ლო­გის ფორ­მატ­ში უნდა წყდე­ბო­დეს.

    დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვენ ყვე­ლას სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი გვა­მოძ­რა­ვებს!

    მე, პირ­ველ რიგ­ში, ვარ მე­უღ­ლე, დედა და ბე­ბია და ჩემ­თვის, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იყოს მშვი­დო­ბა ქვე­ყა­ნა­ში და ისეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ცხოვ­როთ, სა­დაც ქალი ქა­ლობს, კაცი კა­ცობს, დე­დას დედა ჰქვია და მა­მას მამა! ჩვენ უნდა ვი­ცხოვ­როთ ისეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ჯვა­რი იქ­ნე­ბა არა უბ­რა­ლოდ მო­დის აქ­სე­სუ­ა­რი, არა­მედ ჩვე­ნი რწმე­ნის უწ­მინ­დე­სი სიმ­ბო­ლო, ისე, რო­გორც აქამ­დე იყო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე!

    დღეს, ისე­ვე რო­გორც 2011 წელს, მე გვერ­დში ვუდ­გა­ვარ ჩემს მე­უღ­ლეს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვი­ზი­ა­რებ მის შე­ხე­დუ­ლე­ბებს, ვი­ნა­ი­დან ჩემი მე­უღ­ლის ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლია!

    ის ყო­ველ­თვის იყო და იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის, იდენ­ტო­ბის და თვითმყო­ფა­დო­ბის დამ­ცვე­ლი, ვი­ნა­ი­დან მა­მუ­ლი, ენა და სარ­წმუ­ნო­ე­ბა მისი არა მარ­ტო გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი, არა­მედ სი­ცო­ცხლის არ­სიც არის!

    ჩემ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს მდგრა­დი, ერ­თი­ა­ნი და ძლი­ე­რი, ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კით და თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხით. ასე­ვე სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იყოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, თა­ვი­სი თვითმყო­ფა­დო­ბი­თა და ტრა­დი­ცი­უ­ლი, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ვი­ყოთ ისე­თი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა, სა­დაც და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი თავ­სმოხ­ვე­უ­ლი ფსევ­დო­ი­დე­ო­ლო­გი­ე­ბის­გან.

    დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თქვენც ასე­თი­ვე სა­ქარ­თვე­ლო გინ­დათ!

    კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბით, მშობ­ლი­უ­რი სიყ­ვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით“

    როსტომ ცხვედიანის განცხადება:

    "მჯე­რა, შენს ოჯახ­ში ხმა გაქვს და სი­ტყვა გეთ­ქმის, ჩა­აგ­დე მან­დი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის... თუ შენ შენს ოჯახ­ში სი­ტყვა არ გეთ­ქმის და ამ სი­ტუ­ა­ცი­ის გან­ტვირ­თვის ვე­რა­ფერს აკე­თებ, მა­შინ შუ­შა­ნი­კი გა­იხ­სე­ნე... მუხ­ლზე და­ჩო­ქი­ლი გთხოვ, გე­მუ­და­რე­ბი შვი­ლო ეკა, გა­ა­კე­თე ის, რაც ქარ­თველ ქალს, რაც ქალ­ბა­ტო­ნი ლუ­დას და ფე­დი­ას შვილს ეკუთ­ვნის“



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ