სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ერთი არგუმენტიც ვერ მოვისმინე, კანონი რატომ არის ცუდი?! - მამა შალვა რუსულ კანონზე

    ერთი არგუმენტიც ვერ მოვისმინე, კანონი რატომ არის ცუდი?! - მამა შალვა რუსულ კანონზე
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მამა შალვა კეკელიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა.

    „ეს დღეებია ვადევნებ თვალს გამომსვლელებს, მათ შორის პარლამენტშიც და არცერთი ოპოზიციონერისგან ერთი არგუმენტიც ვერ მოვისმინე, კანონი რატომ არის ცუდი?! ჩვენ, მოაზროვნე ადამიანებს გვჭირდება არგუმენტები, ეს მონური დამოკიდებულება არ გვექნება არავისთან. ჩვენი მეგობრები ახლობლები გადიოდნენ აქციებზე და ვეკითხებოდი რატომ იყო კანონი რუსული. აქციაზე 90%-ს კანონი წაკითხული არ აქვს. უბრალოდ ამბობენ, ევროკავშირი გვეუბნება, არ უნდა მიიღოთ და მორჩა. ხვალ მეტყვიან ის კანონი მიიღეთ, რაც საბერძნეთმა მიიღო, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს, მოსთხოვა ევროპამ და მიაღებინეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია.

    ევროპარლამენტარი გამოდის საქართველოში და გვესაუბრება იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არის ბნელეთი, კაცი რომელიც არის გათხოვილი. გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?! რატომ უნდა მიგვითითონ რამეზე ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებელია. 17 მაისს ვიკრიბებით ქაშუეთში და გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, გამოხვიდეთ. ვანახოთ ყველას, რა არის ოჯახის სიწმინდე! ოჯახის სიწმინდის დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია!”



    FACEBOOK კომენტარები