სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ქართველი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე მონასტირში მიდის

    ქართველი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე მონასტირში მიდის
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი, გიორგი ცინცაძე ტუნისის ჩემპიონ "მონასტირში" ითამაშებს.

    ქართველმა გამთამაშებელმა ახალ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

    AfroBasket-ის ცნობით, შესაძლოა, ცინცაძემ თავისი საკალათბურთო კარიერა სწორედ ჩრდილოეთ აფრიკაში დაასრულოს.

    ცნობისთვის,"მონასტირი" აფრიკის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მათ გასულ სეზონში ჩემპიონთა თასი მოიგეს.

    აქვე გეტყვით, რომ ცინცაძე ახლა საქართველოს ნაკრების შეკრებაზე იმყოფება.

    იმ შემთხევაში, თუ 36 წლის კალათბურთელი ილიას ზუროსმა საბოლოო 12-კაციან განაცხადშიც შეიყვანა, ცინცაძე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპსა და ევრობასკეტზე იასპარეზებს.