მომღერალ მერაბ სეფაშვილის სიმღერა "ზღაპრის ბოლო კეთილია" გამარჯვების სიმბოლოდ იქცა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების ევროპაზე გასვლის შემდეგ ორი დღის განმავლობაში მთელი საქართველო მის სიმღერას მღეროდა.
„ეს არ იყო უბრალო გამარჯვება, ეს არ იყო უბრალოდ თამაში, ეს იყო დიდი ბრძოლა, რაღაც სხვა ამბისთვის, რომელიც ძალიან გვჭირდება მთელ ქვეყანას და თითოეულ ადამიანს და ეს გამართლდა“
„პირველ რიგში, მადლობა ქომაგებს, სხვადახვა თამაშებზე გლობალურად მღეროდნენ ამ სიმღერას, იგრძნობოდა, რომ თვითონ ბიჭებსაც უყვარს ეს სიმღერა, ყოველთვის უყვარდათ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მაგრამ ახლა იყო პიკი…
სხვანაირი ელფერი მიიღო ამ სიმღერამ, თითქოს ჩემიც აღარ არის, ყველასი გახდა… ჩემთვის ეს დიდი ემოციაა… როდესაც იმ ღამეს მთელი საქართველო მღეროდა ამ სიმღერას, ვფიქრობდი, რომ ამ წამისთვის ღირდა სიცოცხლე…“