სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა ზიანს აყენებს მუხლებზე დადებული ლეპტოპი და ჯიბეში ჩადებული ტელეფონი მოზარდებს?

    რა ზიანს აყენებს მუხლებზე დადებული ლეპტოპი და ჯიბეში ჩადებული ტელეფონი მოზარდებს?
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უროლოგმა, გიორგი ბოჭორიშვილმა, მოზარდების სექსუალურ ჯანმრთელობაზე მათი ცხოვრების წესზე ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, ისინი ეკრანებთან ძალიან დიდ დროს ატარებენ.

    "ერთ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას. ავიღოთ მაგალითად ლეპტოპი. ლეპტოპი რომ დაიდო მუხლებზე და ლეპტოპით იმუშაო, ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ეს სათესლე ჯირკვლებზე. მუხლებზე დადებული ლეპტოპი, ჯიბეში ჩადებული მობილური ტელეფონი ძალიან ცუდ გავლენას ახდენს სათესლე ჯირკვლებზე. ეს ცნობილია, ეს იცის მეცნიერებამ."

    "სამწუხაროდ, ეს ცხოვრებამ მოიტანა და XX საუკუნის ბოლომ და XXI საუკუნის დასაწყისმა, როდესაც ასეთი ფანტასტიკური რევოლუცია მოხდა და შემოვიდა კომპიუტერი. შემოვიდა საძიებო სისტემები, ადამიანს დაავიწყდა, რომ არსებობს წიგნი, რომ არსებობს სხვა ფორმის გართობები. ჩვენ სხვანაირად გავიზარდეთ და ჩვენ ბევრად უფრო ჯანმრთელი თაობა ვართ, სამწუხაროდ, ვიდრე ის თაობა, რომელიც მუდმივად არის მიჯაჭვული ეკრანს. ამავდროულად შესაძლებლობა შეუზღუდავია. თამაშებში კიდევ რა იგულისხმება ეს ცალკე თემაა. არ არის ეს კარგი,“
    - აცხადებს გიორგი ბოჭორიშვილი.