სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თსუ-ს პროფესორების დიდ ნაწილს აქვს პოლიტიკური მიკერძოება და არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია" - კობახიძის განცხადება

    "თსუ-ს პროფესორების დიდ ნაწილს აქვს პოლიტიკური მიკერძოება და არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია" - კობახიძის განცხადება
    9 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ თსუ-ს პროფესორების განცხადებებს პრემიერი ასე ეხმაურება:

    "ან­გრევ­დნენ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას, სა­ში­ნე­ლი პო­ლი­ტი­კა ჰქონ­დათ პე­და­გო­გე­ბის კუ­თხით და ა.შ. ხე­ლოვ­ნუ­რად ან­გრევ­დნენ ამ ყვე­ლა­ფერს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში მყა­რი სის­ტე­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს, რომ­ლის მარ­ტი­ვად გა­და­ლა­გე­ბა არ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. კი­დევ უფრო მძი­მე პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნეს მათ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. მა­გა­ლი­თად რომ ავი­ღოთ წამ­ყვა­ნი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც მეც ვას­წავ­ლი, რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, სა­ერ­თო სუ­რა­თი გვაქვს უმ­ძი­მე­სი. ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი არის ის, რომ პრო­ფე­სო­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით არის შერ­ჩე­უ­ლი.

    ეს ნიშ­ნავს იმას, რომ მათ აქვთ პო­ლი­ტი­კუ­რი მი­კერ­ძო­ე­ბა, გა­სა­გე­ბია ვის მხა­რეს და არ აქვთ საკ­მა­რი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია - შე­იძ­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი მი­კერ­ძო­ე­ბა ნე­ბის­მი­ერ პრო­ფე­სორს ჰქონ­დეს, მაგ­რამ როცა არც კვა­ლი­ფი­კა­ცია გაქვს, თან პო­ლი­ტი­კუ­რად მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი ხარ, აქ ჩანს, სი­ნამ­დვი­ლე­ში რო­გორ ფორ­მირ­დე­ბო­და პრო­ფე­სუ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ეს ეხე­ბა პრო­ფე­სუ­რის ძა­ლი­ან დიდ ნა­წილს.

    შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის ჩა­კე­ტი­ლი წრე, ამის გამო მთლი­ა­ნად სის­ტე­მა არის მოშ­ლი­ლი. ამის გამო, არც სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ვი­თარ­დე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, არც მეც­ნი­ე­რე­ბა და არც არა­ფე­რი, არის მძი­მე, ჩა­კე­ტი­ლი წრე"



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ