სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ბრძოლაში გმირულად დაეცა საქართველოს შვილი, ჩვენი ქისტი ძმა“ – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    “ბრძოლაში გმირულად დაეცა საქართველოს შვილი, ჩვენი ქისტი ძმა“ – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
    3 კვირის და 5 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა.

    ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე აქვეყნებს.

    როგორც ნადირაძე აღნიშნავს, წარმოშობით ქისტი სერგო გორნაკაშვილი ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა:

    “ხარკოვის მიმართულებით ბრძოლაში გმირულად დაეცა საქართველოს შვილი, ჩვენი ქისტი ძმა სერგო გორნაკაშვილი…

    დიდება მის გმირ სულს“. – წერს ვანო ნადირაძე.

    შეგახსენებთ, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის დაწყებულ ომს, 60-ზე მეტი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.