სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვინ არის ახალგაზრდა ქალი, რომელიც პაგრატზე აივნიდან გადმოვარდა

    ვინ არის ახალგაზრდა ქალი, რომელიც პაგრატზე აივნიდან გადმოვარდა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბერძნულ მედიაში გავრცელდა ახალგაზრდა ქალის ფოტო, რომელიც პაგრატზე ტრაგიკულად დაიღუპა.

    36 წლის ქალი საკუთარ შვილებთან და ნათესავ ქალბატონთან ერთად კუნძულზე მიემგზავრებოდა. სამწუხაროდ, სწორედ მაშინ გაახსენდა, რომ სახლში ერთი ჩანთა დარჩა და უკან აბრუნდა.

    როგორც ირკვევა, ქალმა სახლის კარის გაღება ვერ შეძლო და გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ჩქარობდა, მეზობელს დაუკაკუნა და სთხოვა, რომ მისი აივნიდან გადასვლის საშუალება მიეცა. არსებული ინფორმაციით, მას მსგავსი რამ აქამდეც გაუკეთებია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მცდელობისას ფეხი დაუცდა და 15 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.

    სამწუხაროდ, 2 და 3 წლის ბავშვები უდედოდ დარჩნენ.