სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: “ამ პატარა გოგონას უკვე სტატუსი აქვს – ანწუხელიძეა“ – გიორგი ანწუხელიძის შვილის მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნი

    VIDEO: “ამ პატარა გოგონას უკვე სტატუსი აქვს – ანწუხელიძეა“ – გიორგი ანწუხელიძის შვილის მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნი
    1 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები არქივიდან, სადაც საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილი, ანა ანწუხელიძე საქართველოს ჰიმნს ასრულებს.

    ვიდეო გადაღებულია 2020 წლის 18 აგვისტოს, როდესაც გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის და­ბა­დე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში მისი სა­ხე­ლო­ბის „3X3 კა­ლათ­ბურ­თის“ ტურნირი და­ი­წყო. მაშინ ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნით გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის შვილ­მა, ანა ან­წუ­ხე­ლი­ძემ შე­ას­რუ­ლა.

    აღნიშნულ კადრებს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოყვა:

    “„ამ მშვენიერ ქართველ გოგონას მამა წაართვა მტერმა და ახლა უნდა საქართველო და დედასამშობლო წაართვას?

    არამცდაარამც მტერი ამას ვერ ეღირსება და მანამ დასამარდება ყველა ამგვარის მოსურნესთან ერთად,ბედნიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ, გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრება გიორგი ანწუხელიძის შთამომავლობას და ყველა გმირთა შვილებს და სრულიად საქართველოს, ვისაც უყვარს და ზრუნავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე“

    “იამაყე გმირი მამით და ქართველობით“

    “გმირი მამიკო წაგართვეს, მაგრამ კიდევ ერთი გმირი ხარ შენ“

    “გიორგი ამწუხელუიე, დაუჩოქებელი ერის სიმბოლოა, ანწუხელიძე ნამდვილი გმირია. დიდება გმირებს!“

    “ამ პატარა გოგონას უკვე სტატუსი აქვს – ანწუხელიძეა“

    “გმირი მამის შვილი…“

    “აი, ეს ბავშვი სანამ ცოცხალი იქნება, მუდამ იამაყებს მისი ჯიშით და მამიკოთი“

    “ქვეყნის გმირი არ დაგვავიწყდები არასდროს“, – წერენ კომენტარებში.

    ნახეთ კადრები: