ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
"ბიძაჩემი გარდაიცვალა კოვიდით გამოწვეული თრომბოზით - კორნელი (კოკო) ჩერგოლეიშვილი. ბებიაჩემი მასზე სულ განსაკუთრებით ზრუნავდა (მამაშენი თვითონაც მიხედავს თავსო - ხშირად მეუბნებოდა). პირველი შვილი იყო.
ბებიაჩემი ეთნიკურად ოსი იყო, ბაბუაჩემი ქართველი. ბაბუაჩემის მშობლებს მისი ეთნიკური წარმომავლობით უკმაყოფილება რომ შეატყო, შეურაცხყოფად მიიღო და ბაბუაჩემი მიატოვა - თავის დასთან წავიდა, სიმფეროპოლში, ბიძაჩემი იქ გააჩინა, თავის გვარზე დაწერა და დედამთილს შემოუთვალა, რძალი კიარა, შვილიშვილიც ოსი გყავსო.
ბაბუაჩემმა დალააგა ამბავი, ბებიაჩემი დაიბრუნა, კოკო თავის გვარზე გადმოწერა და ერთად იცხოვრეს სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ ბებიაჩემის განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტად კოკო ბოლომდე დარჩა. ახლაც გვაქვს მისი დაბადების მოწმობა ოსური გვარით! ოჯახური სიჯიუტის სიმბოლოდ ვინახავთ!", - წერს ჩერგოლეიშვილი.