გუშინ, 2 აგვისტოს სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრში" უცნობმა პირმა გაურკვეველი ნივთიერება გაუშვა ჰაერში, რაც ესკალატორზე მყოფი მგზავრებისთვის დისკომფორტის შემქმნელი აღმოჩნდა.
"გუშინ დაახლოებით, 19:30 საათზე ესკალატორზე ასვლის დროს ყველას ხველება დაგვეწყო. ვფიქრობთ, რაღაც წიწაკისმაგვარი იყო გაშვებული. ლამის გავიგუდე, ისეთი ხველება დამეწყო. ამეწვა ყელი, ცხვირი და ტუჩები. მეტროს საპატრულო საქმის კურსშია", - განაცხადა თვითმხილველმა "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში.
სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, კი ჰაერში არანაირი ნივთირება არ ყოფილა გაშვებული.