სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ასპინძაში ქალი ძაღლმა დაკბინა - დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

    ასპინძაში ქალი ძაღლმა დაკბინა - დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ასპინძაში 80 წლამდე ასაკის ქალი, მეზობლის ძაღლმა დაკბინა და ფეხი დაუზიანა.

    დაშავებული ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

    როგორც "პრაიმტაიმს" პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განუცხადა, ქალი შესაბამისი რეკომენდაციებით უკვე გაეწერა კლინიკიდან.

    "უკვე გაეწერა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან და გადაბარდა რაიონულ ამბულატორიას შემდგომი მკურნალობის მიზნით. ჰოსპიტალურ მკურნალობას არ საჭიროებდა. იყო ჭრილობა ნაფლეთოვანი, დამუშავდა, გაიკერა. ქალბატონი კლინიკიდან გაეწერა შესაბამისი რეკომენდაციებით", - განაცხადა ლევან რატიანმა.