სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "აქვს ორეულების ცხრილი" - ვინ ასრულებს სინამდვილეში პუტინის როლს?

    "აქვს ორეულების ცხრილი" - ვინ ასრულებს სინამდვილეში პუტინის როლს?
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი შეიძლება უკვე მკვდარია და მის როლს ორეული ასრულებს. პუტინი თითქმის ერთდროულად ჩნდება სხვადასხვა ადგილას, მისი ჩვევები ზოგჯერ ისევე იცვლება, როგორც გარეგნობა.

    თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ პუტინი შეიძლება ორეულით შეიცვალოს.

    "დავუშვათ, ყურების სურათი განსხვავებულია და ეს თითის ანაბეჭდის მსგავსია, თითოეული ადამიანის ყურის სურათი უნიკალურია. ეს არ შეიძლება განმეორდეს", – ამბობს კირილ ბუდანოვი

    ბუდიანოვის თქმით, პუტინი რომ მძიმედ არის ავად.

    "12 აპრილს, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს სერგეი შოიგუს შეხვდა. შეხვედრაზეც პუტინი ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა, მაგალითად - მისი თავი, რომელიც სხეულის არაპროპორციული იყო, ხელი მაგიდაზე სრულიად უმოძრაოდ ეჭირა, არაბუნებრივ მდგომარეობაში იჯდა და რთულად მოძრაობდა.

    პუტინის ბოლო ვიდეოში, სადაც თავს კოღოები დაესხნენ, აშკარად ჩანს მისი არაბუნებრივი მოძრაობები. პუტინმა მწერები მარცხენა ხელით გააძევა, მარჯვენა კიდური საერთოდ არ მოძრაობდა. განსხვავებული ჩვევები აქვთ, მანერები, სიარული, ზოგჯერ სხვადასხვა სიმაღლეც კი, თუ კარგად დააკვირდებით", – ამბობს ბუდიანოვი.

    როგორც ბუდანოვი ამბობს, პუტინის აქვს ორეულიბის ცხრილი, რომელშიც შესულია დიქტატორის ყველა ვერსია, მათ შორის: პუტინი – სპიკერი, პუტინი- დიპლომატი და ა.შ. ეს ყველაფერი კი, იმის მიხედვით, თუ რა ღონისძიებაზე უნდა გამოჩნდეს.

    ბუდიანოვი ამბობს, რომ პუტინს, წელს 70 წელი შეუსრულდება, აშკარაა კუნთოვანი სისტემის პრობლემებიც, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლი აღიარებს პუტინის ორეულების არსებობას, რადგან ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამის დასამალად.