სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 3 გამაგრილებელი სასმელი ზაფხულისთვის, რომელთა მომზადებას თავადვე შეძლებთ

    3 გამაგრილებელი სასმელი ზაფხულისთვის, რომელთა მომზადებას თავადვე შეძლებთ
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ზაფხულის ცხელი დღეების გაძლება საკმაოდ რთულია, თუმცა ყველაფერს ამარტივებს ცივი და ჯანსაღი გამაგრილებელი სასმელები, რომელთა მომზადებასაც ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს.

    სამივე მათგანი უალკოჰოლოა და შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს.

    1. საზამთროს ლიმონათი

    ნაბიჯი 1

    საზამთროს ზემოდან მოაჭერით თავი და დიდი კოვზით ამოიღეთ გული. საზამთროს გული მოათავსეთ ბლენდერში ლიმონის წვენთან და შაქართან ერთად, ათქვიფეთ იქამდე, სანამ მიიღებთ პიურის მასას. შემდეგ ჩაასხით გაზიანი წვენი.

    ნაბიჯი 2

    ჩაყარეთ ყინული ამოჭრილ საზამთროში და დაამატეთ წინასწარ მომზადებული საზამთროს გულიანი გაზიანი წვენი. იქონიეთ გვერდით დამატებითი ყინულის თასი და დაამატეთ სურვილისამებრ.

    გემრიელად მიირთვით.

    2. სტაფილოს ლიმონათი

    ნაბიჯი 1

    თასში აურიეთ სტაფილო, ლიმონის წვენი, ფორთოხლის წვენი და შაქარი. შედგით მაცივარში მინიმუმ 1 სთ, დროდადრო ურიეთ, რომ შაქარი გაიხსნას. მიღებული მასა საცერში ჩაასხით და გაცერით დიდ თასში.

    ნაბიჯი 2

    ლიმონათის მოსამზადებლად, თითოეულ ჭიქაში დაასხით 25მლ-50მლ (დამოკიდებულია თუ რამდენად ტკბილი მოგწონთ) სტაფილოს ნარევი, დაამატეთ ცოტა ყინული და ზემოდან მოაყარეთ 200მლ ცქრიალა წყალი.

    გემრიელად მიირთვით.

    3. ხილის პანჩი

    ნაბიჯი 1

    აიღეთ სასურველი ხილი და მოათავსეთ დიდ თასში, დაამატეთ პიტნა და ბევრი ყინული. ჩაასხით სასრუველი წვენი, კარგად აურიეთ და დაუმატეთ ლიმონათი.

    გემრიელად მიირთვით.



    FACEBOOK კომენტარები