სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გაატარეთ 1 ივნისი თქვენს შვილებთან ერთად - სად დაგხვდებათ მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა

    გაატარეთ 1 ივნისი თქვენს შვილებთან ერთად - სად დაგხვდებათ მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს 1 ივნისია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა მსოფლიოს მასშტაბით.

    ამ განსაკუთრებულ დღეს საქართველოც აღნიშნავს.

    საბავშვო გასართობი ღონისძიებები ძალიან ბევრ ადგილას ტარდება. შეგიძლიათ წახვიდეთ თქვენს პატარებთან ერთად და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ:

    საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება შემდეგ მისამართებზე - კრწანისი, 16:00-20:00 საათი გულიას 1-ელი ჩიხი N6-ში არსებული სკვერი; მთაწმინდა, 13:00-16:00 საათი, 9 აპრილის სახელობის ბაღი; ვაკე, 14:00-17:00 საათი, ციციშვილის სახელობის სკვერი; ისანი, 16:00-19:00 საათი, ვაზისუბის IV მ/რ, 1-ელი კვარტალი, კორპ. N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერი.

    რაც შეეხება მთავარ გასართობ ღონისძიებას, ის დედაენის ბაღში ჩატარდება:

    17:00-21:30 სთ

    ❖ საბავშვო ლიტერატურის გამოფენა - გაყიდვა;
    ❖ ახალგაზრდა მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა-საბავშვო თემატიკა;
    ❖ ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე;
    ❖ ბროშების დამზადების სადგური;
    ❖ მეზღაპრის კუთხე;
    ❖ თითების თეატრის წარმოდგენები;
    ❖ VR სივრცე -გასართობი და შემეცნებითი თამაშებით;
    ❖ საპნის ბუშტების შოუ;
    ❖ ქიმიური ექსპერიმენტი და ფერადი ქაფების შოუ;
    ❖10-მდე საბავშო-გასართობი სადგური;
    ❖საბავშვო ატრაქციონები;
    ❖ მინი გოლფი;
    ❖სკეიტ შოუ;
    ❖ფოტოზონა-გიფერი;

    ❖დრამერებისა და ჩასაბერი ინსტრუმენტების ორკესტრის თანხლებით დიდი თოჯინებისა და პერსონაჟების კარნავალი/მსვლელობა;

    ❖ზღაპრის გმირები;

    ❖18:00-19:00-თოჯინების სპექტაკლი „ჟოზე“;

    ❖20:00- რანინას კონცერტი

    დასწრება თავისუფალია!



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ