სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გამჭვირვალობის კანონი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ინტერესებთან" - მაკა ბოჭორიშვილი

    "გამჭვირვალობის კანონი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ინტერესებთან" - მაკა ბოჭორიშვილი
    6 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გამჭვირვალობის კანონის შესახებ ისაუბრა და შემდეგი აზრი დააფიქსირა:

    „თუ კარგად წაიკითხავენ და გაიაზრებენ ამ კანონს და სწორად გაიგებენ, რა არის ამ კანონის ობიექტური საფუძველი, მე ვფიქრობ, ყველა მიხვდება, რომ მას არათუ საწინააღმდეგო აქვს რაიმე ევროპულ ფასეულობებთან და სტანდარტებთან, არამედ პირიქით, ის სრულად შეესაბამება სწორედ იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რისთვისაც ის არის შექმნილი, და სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს ინტერესებთან, ასევე ევროპულ სტანდარტებთან. ამერიკულ კანონს ეხმიანება თუ რომელი ქვეყნის კანონის ასლია, შეუძლიათ წაიკითხონ და ეძიონ, სად შეიძლება გავავლოთ პარალელები. თუმცა ყველა კარგად დაინახავს, რომ ყველაზე ნაკლები პარალელი შეიძლება იყოს გავლებული სწორედ რუსულ კანონთან“ - აღნიშნა მან.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ