ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გამჭვირვალობის კანონის შესახებ ისაუბრა და მთავრობის მიერ აქციის მონაწილეების ძალადობრივი გზებით დარბევა ხალხის მიერ დეპუტატების შესახებ აზრის გამოხატვასთან გააიგივა:
„არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკურად ძალადობ ადამიანზე თუ ფსიქოლოგიურად, რაშიც არიან ჩართული, ამ ბულინგში, ეს აბსოლუტურად მიუღებელია.
მეორე მხრივ ეს იმას აჩვენებს, რომ მათმა გეგმებმა და სურვილებმა, რაც ქვეყნის სრულად არასტაბილურ გარემოში გადაყვანასა და ქვეყნის არევას უკავშირდებოდა, კრახი განიცადა. ჩვენ შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ და ვაჩვენოთ, რომ ეს არ არის ის ფორმა, რომელსაც ქართული საზოგადოება იმსახურებს“ - გაანცხადა ბოჭორიშვილმა.