დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
აშშ-სგან და ევროკავშირის ქვეყნებისგან მოსალოდნელ სავიზო სანქციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე მან ჟურნალისტებს ასეთი პასუხი გასცა:
„რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომლებშიც ვთანხმდებით. გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ევროპასთან შეიძლება იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც არ ვთანხმდებით. ამას სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ლაპარაკი, საუბარი. ეს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.