სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „მიუღებელია რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ" - კახა კალაძის განცხადება

    „მიუღებელია რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ" - კახა კალაძის განცხადება
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, NED-ის, EED-ის და „სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრები მმართველი გუნდის დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ.

    ამ ამბავს ბევრი დეპუტატი თუ პოლიტიკოსი გამოეხმაურა და მათ შორისაა თბილისის მერი კახა კალაძე.

    აი რას ამბობს ის:

    „ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. მიუღებელია ოჯახებში მივარდნა, რასაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან დეპუტატებზე, მათი ოჯახის წევრებზე; სადარბაზოებში შესვლა და მოხატვა საცხოვრებელი ბინების კედლების. „ტიკტოკებიც“ არის ჩაწერილი.

    ზოგადად, ცუდია ეს დამოკიდებულება და ყველამ უნდა ვეცადოთ, ვისაც მართლა გვაქვს სურვილი, შევამციროთ ძალადობა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური, რადგან ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა და ეს ძალიან ცუდია. ყველამ უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის დაგმობა.

    ეს არ არის პირველი შემთხვევა. ამ ადამიანებს თავიანთი ხელწერა არ შეუცვლიათ. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, იმავეს აკეთებდნენ უფრო მძიმე ფორმებით, პირდაპირ კლავდნენ და აუბედურებდნენ. დღეს მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ და რაც შეუძლიათ, იმას აკეთებენ ბულინგით, სიტყვიერი შეურაცხყოფით.

    თუ ადამიანი სხვანაირად ფიქრობს, იცით, რა სიტყვებით ამკობენ მას. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. ყოველთვის ასე იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და ამით გამოირჩეოდნენ – სადიზმით, სიბოროტით. თუკი რაიმე უბედურება და სიბოროტე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს და გააკეთოს, ყველაფრის მკადრებლები არიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ