პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე, ნიკა მელიამ გამჭვირვალობის კანონსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა:
„ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ვერ მოიგებს. ეს ხელისუფლება საკუთარ თავს არ დასჯის, ეს ხელისუფლება დაისჯება ქართველი ხალხის მიერ ოქტომბრის ბოლოს.
სადაც ამდენი ხანი ძალიან ბევრმა პატრიოტმა ეს ყველაფერი აიტანა საკუთარ თავზე, საკუთარ ტყავზე, დაუჯდა თავისუფლების დაკარგვის ხარჯზე და ა.შ. მომდევნო თვის განმავლობაშიც ჩვენ მზად ვარ, ხელისუფლების ეს ძალადობრივი შემოტევები, ჩვენი მხრიდან, ერთი მხრივ, იქნეს მოგერიებული, მაგრამ არ უნდა დავემსგავსოთ მათ, არ დავკარგოთ მორალური უპირატესობა და ქართულ საზოგადოებას, ყველა მიმართულებით, კიდევ უფრო მეტად ვაჩვენოთ კონტრასტი. „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ვერ მოიგებს." - აღნიშნა მან.