სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვაყურებინებთ კალაძეს 26 ოქტომბრის შემდეგ ვინ ვის დაიჭერს" - თინა ხიდაშელის განცხადება

    "ვაყურებინებთ კალაძეს 26 ოქტომბრის შემდეგ ვინ ვის დაიჭერს" -  თინა ხიდაშელის განცხადება
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სულ ცოტა ხნის წინ კახა კალაძემ ოპონენტებზე შემდეგი განცხადება გააკეთა:

    „თუ არ დაემორჩილებიან, არის ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება მათი ანგარიშების დაყადაღება და შემდეგ ისინი ვერ შეძლებენ ფუნქციონირებას… თუ შენ ბოროტი ზრახვები არ გაქვს, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება?“

    მის განცხადებას „სამოქალაქო იდეის“ ლიდერი, თინა ხიდაშელი გამოეხმაურა:

    „არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს 4 აგვისტოდან გვიჩნდება რეგისტრაციის ვალდებულება, რომელიც 1 თვე გაგრძელდება. 4 სექტემბერს, ვინც არ იქნება რეგისტრირებულიო, სახელმწიფოს შეუძლია დაიწყოს ინდივიდუალური წარმოებები ჩვენს იძულებით დასარეგისტრირებლად. ისევ არ დავრეგისტრირდებით და ამას მოჰყვება პირველი ჯარიმა, 25 000 – ლარიანი და რომელსაც, ასევე, არ გადავიხდით, მე არ ვაპირებ, რომ გადავიხადო. ამაზე ამბობს კალაძე, მისი ვერსია ასეთია, რომ შემდეგ კიდევ ერთხელ დამაჯარიმებენ 10 000 ლარით, კიდევ არ გადავიხდი, მერე დაგვაყადაღებენ. რომ დაგვაყადაღებენ, ანგარიში გაჩერდება, ქონება გაქრება, ჩვენ გავჩერდებით და ვერაფერს ვეღარ გავაკეთებთ. ასპროცენტიანი გარანტით გეუბნებით, 4 სექტემბრის შემდეგად, 10 სექტემბერსაც, 20 სექტემბერსაც და 10 ოქტომბერსაც, ზუსტად ისე, ზუსტად იმ მასშტაბით, ზუსტად იმგვარადვე გავაგრძელებ საქმიანობას, როგორც დღეს ვმუშაობ. ვინ ვის დაიჭერს და ვინ ვის დასჯის, ამას კახა კალაძეს ვაყურებინებთ 26 ოქტომბრის შემდეგ. ის იმუქრება, მე კიდევ ვეუბნები, რომ ვინ ვის დასჯის 26 ოქტომბრის შემდეგ, ამას ყველა ერთად დაველოდებით და ერთად ვნახავთ. კახა კალაძემ ვინ უნდა შეაშინოს, არ გადამრიოთ, ამ ჩვეულებრივმა „გაზპრომის“ ხელის ბიჭმა. ვის უცხო ქვეყანასთან ურთიერთობებზე ლაპარაკობს, როცა კაცი ჩვეულებრივი ხელის ბიჭი იყო, როცა ენერგეტიკის მინისტრი იყო. გამოცდილი იურისტი ვპირდები, რომ ეს კანონი გაუსკდებათ ჰაერის ბუშტივით“


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ