აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლო სანქცირებაზე ისაუბრა:
„ჩვენ სანქციების ახალი პოლიტიკა გამოვაცხადეთ, ჩვენ ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია და აქ გავჩერდები, მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მათ დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ“
თბილისის მერმა, კახა კალაძემ აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლო სანქცირებაზე საუბრის დროს ეს განცხადება გააკეთა:
„როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელს ასანქცირებ, ამას საბაბი უნდა ჰქონდეს. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ, ამის არანაირი არგუმენტი არ არსებობს.
თუ იცით რამე მიზეზი, მითხარით და მივიღებ, შეიძლება ბოდიშიც მოვიხადო.
მზად ვართ, ურთიერთობები გავაღრმაოთ. იყოს მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა გაღრმავდეს. იყოს ჯანსაღი ურთიერთობები, ჩვენი გზა არის ევროპა და ევროპული მომავალი. თუ რაიმე წარმატება გვაქვს ამ გზაზე მიღწეული, ჩვენი ხელისუფლების და ქართველი ხალხის დამსახურებაა. ამ შემართებით და სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას“ - აღნიშნა კალაძემ.