სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ან პოლიტიკიდან წახვალ ან კიდევ ამას გიზამ, ეუბნება სააკაშვილს ოლიგარქი" - გია ხუროშვილი

    "ან პოლიტიკიდან წახვალ ან კიდევ  ამას გიზამ, ეუბნება სააკაშვილს ოლიგარქი" - გია ხუროშვილი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ყოფილი მაღალჩინოსანი, გია ხუროშვილი განცხადებას აქვეყნებს.

    "სინამდვილეში საქმე ბევრად მარტივადა გასაანალიზებელია თუ დავფიქრდებით:

    მილიადელი ვაჭრობს:

    ან პოლიტიკიდან წახვალ ან კიდევ მოგკლავ! (ეუბნება სააკაშვილს)

    ოლიგარქს აქვს ბევრი ფული და საქართველოში არია უფრო მეტი მონა, ვიდრე ბიძინას ესაჭიროება, ამიტომ ყველა სფეროში მას აქვს რესურსი რომ საკმარისი ხალხი მოისყიდოს!

    ოპოზიცია:

    სამწუხაროდ ოპოზიცია არ არის ისეთი ერთიანი და ძლიერი(როგორც მორალურად ასევე ფინანსურად) რომ ოლიგარქს დაუპირისპირდეს.

    საერთაშორისო მეგობრები:

    ძალიან სცოდავენ, როცა სანქციებს აგვიანებენ და მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან!

    ხალხი:

    დიდი ნაწილი დაბეჩავებულია. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი, პოლიტიკურად აქტიური, დევნილია ქვეყნიდან ( სხვადასხვა მიზეზით) ზოგი დევნას გაექცა ზოგი კიდევ საშოვარზეა გადახვეწილი. ვინც საქართველოშია აშკარა უმცირესობაშია იმ ნაწილთან შედარებით, ვისაც ცვლილებები არ სურს, ან უმოქმედოა!

    ასეთ დროს რა უნდა გააკეთოს სააკაშვილმა? ცხვარივით შევწიროთ?! შედეგი?!

    მიშას უშველის მხოლოდ მიშა. საქართველოს სჭირდება ის ენერგიული და ჯანსაღი მიშა, მთებს რომ გადააგორებს!

    მოკლედ, მოვრჩეთ კონსპირაციებს! ამ რეალობას ვერც ერთი მელია ვერ შეცვლის და ვერც კიდევ დეკანოიძე!

    ამ ეტაპზე მიშა უნდა გადარჩეს და მერე ვნახოთ?! რამდენად ექნება სურვილი უკან დბრუნების!", - აცხადებს გია ხუროშვილი.