სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რაში გაინტერესებთ ასეთ დროს, მეუღლეს რატომ დავშორდი?" - მამუკა ონაშვილის ყოფილი მეუღლე

    "რაში გაინტერესებთ ასეთ დროს, მეუღლეს რატომ დავშორდი?" - მამუკა ონაშვილის ყოფილი მეუღლე
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    55 წლის ქართველი მომღერალი და მსახიობი მამუკა ონაშვილი, ავარიას ემსხვერპლა.

    გამოსვენება, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან მოხდება. მომღერალს, მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

    მამუკა ონაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ირინა ჩიხლაძემ პოსტი გამოაქვეყნა:

    "რამ გაგაბოროტათ ერო? ამოქექეს ჟურნალისტებმა ჩემი ძველი ინტერვიუები, გაამძაფრეს უფრო და ალანძღვინებენ ჩემს თავს.

    ვის რაში გაინტერესებთ ასეთ დროს, მეუღლეს რატომ დავშორდი? მის სიცოცხლეშიც არ მილაპარაკია მიზეზებზე და ახლა კაცი აღარ არის და ჭორაობთ...

    სირცხვილია, პატივი ეცით მის სულს", - წერს ჩიხლაძე.