სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სად შეწყდება წყლის მიწოდება 6 საათით - ნახეთ ქუჩების მიხედვით

    სად შეწყდება წყლის მიწოდება 6 საათით - ნახეთ ქუჩების მიხედვით
    1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

    11 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, მუხრანის III შეს. N6-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

    კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 11 ივნისის 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

    ნაძალადევის რაიონში:
    მუხრანის ქუჩას შესახვევებით, რატევანის, ლიახვის N 54-60 (ლუწებს) N 53-59 (კენტებს), ბოგვის N7-69 (კენტებს), N 8-68 (ლუწებს), ზიგზაგის, ნაგომარი, შენგელაია, თიანეთის ქუჩებს.

    11 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ზ.ქაფიანიძის ქ. N2-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

    კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 11 ივნისის 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

    საბურთალოს რაიონში:
    ჩაილურის, ახალშენის, ჭიათურის, პლატონ იოსელიანის, ქაფიანიძის, მელიტონ ბალანჩივაძის (გარდა N39,40), სულხან ნასიძის ქუჩებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.