სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი - გაიგეთ რა გელით დღეს

    12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი - გაიგეთ რა გელით დღეს
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვერძი

    გათავისუფლდით ყოველგვარი ნეგატივისგან, მოიცილეთ ცუდი აზრები, უსიამოვნო მოგონებები, სახლიდან გაიტანეთ დრომოჭმული, უსარგებლო და დაზიანებული ნივთი.

    კურო

    კარგი პერიოდია საქმეების რეორგანიზაციისთვის, დამოუკიდებლად თავს მშვენივრად გაართმევთ ნებისმიერ სიტუაციას, მთავარია, დაიცვათ ემოციური და ენერგეტიკული ბალანსი.

    ტყუპები

    იზრდება თქვენი შესაძლებლობები, სწორედ და სასარგებლოდ წარმართოთ თქვენი საქმიანობა, ამაში დაგეხმარებათ ინტუიცია.

    კირჩხიბი

    ნუ გადაიტვირთავთ თავს საქმეებით, პერიოდულად დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები.

    ლომი

    შესაძლოა, შეიტყოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. დადგა დრო, როცა მოქმედებისთვის მეტი თავისუფლება გექნებათ.

    ქალწული

    კარგად დაფიქრდით, სანამ აკვიატებული ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგებით, რადგან, დიდი ალბათობით, ეს შედეგს არ მოგიტანთ, პირიქით, შესაძლოა, პრობლემების წინაშეც აღმოჩნდეთ.

    სასწორი

    შესაძლოა, წარმოქმნილი ვითარების გამო, ნიღბის მორგება დაგჭირდეთ, რათა თქვენი წყენა დამალოთ. უნდა იცოდეთ, რომ ეს ახლა სწორი ნაბიჯია.

    მორიელი

    შესაძლოა, დღეს აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, სადაც სწორად ვერ გაგიგებენ და ამაოდ მოგიწევთ თქვენი იდეების უპირატესობის მტკიცება. დაელოდეთ ხელსაყრელ დროს.

    მშვილდოსანი

    ნუ იქნებით უმადური საკუთარი თავისა და ბედის მიმართ, ყველაფერს პოზიტიური თვალით შეხედეთ.

    თხის რქა

    ნუ მოინდომებთ ძალიან ბევრს, მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. იზრუნეთ უკვე დაწყებული პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

    მერწყული

    შეეცადეთ, მოიწყოთ მყუდრო გარემო და განმარტოვდეთ, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ „ჭკუის დამრიგებლები“, რომელთა რჩევებიც მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით.

    თევზები

    ერიდეთ ორპირობასა და სიცრუეს, შესაძლოა, თქვენმა ამგვარი ქმედებამ სერიოზული ზიანი მოგიტანოთ.