სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ძალიან უჭირდა ბოლო პერიოდში…მივლენ გასვენებაში და აღვარღვარებენ ნიანგის ცრემლებს" - ნიკა ქავთარაძე

    "ძალიან უჭირდა ბოლო პერიოდში…მივლენ გასვენებაში და აღვარღვარებენ ნიანგის ცრემლებს" - ნიკა ქავთარაძე
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მამუკა ონაშვილზე საუბრობს.

    "ძალიან მიყვარდა ეს ბავშვივით კეთილი და მხიარული ადამიანი. ძალიან მეწყინა და მეტკინა. გუშინ პანაშვიდზე ვიყავი და ერთ რაღაცაზე დავფიქრდი. ძალიან უჭირდა ბოლო პერიოდში. არაა ეს ქვეყანა არტისტებისთვის. თორემ ყველაფერი ჰქონდა მამუკას, კარგად ცხოვრებისთვის – ნიჭი, ხმა, ქარიზმა, მაგრამ ეს ხო საქართველოა.

    ხოდა, მივლენ ახლა გასვენებაში ისინი, ვინც გაჭირვებაში მიატოვა, დახმარების ხელი არ გაუწოდა, მხარში არ ამოუდგა. მივლენ და აღვარღვარებენ ღაპაღუპით ნიანგის ცრემლებს.

    ფარისევლობა არც ჩვენი საზოგადოებისთვისაა უცხო და არ სიონის ტაძრისთვის, მაგრამ მაინც ტეხავს, თან ძალიან. ღმერთმა გაანათლოს ჩვენი ყველას მამუკა ონაშვილის სული!", - წერს ქავთარაძე