სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ლევან კბილაშვილის ხსოვნას მუსიკოსმა გიორგი დათიაშვილმა ემოციური ანიმაციური კლიპი მიუძღვნა

    VIDEO: ლევან კბილაშვილის ხსოვნას მუსიკოსმა გიორგი დათიაშვილმა ემოციური ანიმაციური კლიპი მიუძღვნა
    9 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ახალგაზრდა მომღერალი, ლევან კბილაშვილი, რომელიც ორი წლის წინ, მოულოდნელად გარდაიცვალა, 12 ივნისს 33 წლის გახდებოდა.

    მის დაბადების დღეზე, მთელი დღის განმავლობაში ლევან კბილაშვილს ემოციურად იხსენებდნენ მეგობრები და კოლეგები.

    სოციალურ ქსელში გავრცელებულ უამრავ სტატუსს შორის, აღსანიშნავია ერთ-ერთი ემოციური მიძღვნა – ანიმაციური კლიპი, რომელიც ლევან კბილაშვილის ბავშვობის მეგობარმა, მომღერალმა და კომპოზიტორმა გიორგი დათიაშვილმა ანიმაციურ მხატვართან ერთად შექმნა.

    “მჯერა, გაგიხარდებოდა ეს პროექტი, რადგან სიახლეებისკენ სულ გქონდა ლტოლვა. ვიცი, კიდევ ბევრჯერ წარდგები შენი მსმენელის წინაშე“, – წერს გიორგი დათიაშვილი და ანიმაციურ კლიპს აქვეყნებს.


    ანიმაციური კლიპი გადაღებულია ლევან კბილაშვილის სავიზიტო ბარათად ქცეულ სიმღერაზე – „პატარა გოგო დამეკარგა“. კლიპის მთავარი გმირიც ლევან კბილაშვილია, საქართველოს დროშით ხელში. მუსიკა ფსიქოდელიური ტექნოს ჟანრშია გადაწყვეტილი და მისი არანჟირების ავტორი გიორგი დათიაშვილია. ანიმაციის შემქმნელი კი მარკ ჟივიენ ზაქბერგია.

    ნახეთ ვიდეო:







    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ