სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სად შეწყდება წყლის მიწოდება 12 საათით და როდის აღდგება ის - ქუჩების ჩამონათვალი

    სად შეწყდება წყლის მიწოდება 12 საათით და როდის აღდგება ის - ქუჩების ჩამონათვალი
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „14 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში,ჩერონის დასახლებაში მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

    კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 14 ივნისს 10:00 საათიდან 14 ივნისის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

    მთაწმინდის რაიონში:

    სოფ. ტაბახმელა სრულად, დაბა შინდისში: მირიან მეფე, ამაღლება, დიდგორი, ჭონქაძე, წუწუნავა, წავკისში: გორგასალი, მარიჯანი, ჯაფარიძე, სამადლო, ვახტანგ მეექვსე, თაყაიშვილის, 9 ძმა ხერხეულიძე, დიდგორის, დუმბაძე. სააკაძე, ნეგოს ტყე.

    14 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ზ.ქაფიანიძის ქ. N 2-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

    კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 14 ივნისის 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

    საბურთალოს რაიონში:

    პანკისის, პანკისის შესახვევს, პეკინის შესახვევს, პეკინის N2-10 (ლუწებს) და N3, იყალთოს N8, ბოლქვაძის, დოლიძის N 5, 7, 9, 11, N 2-60 (ლუწები) და ქაფიანიძის ქუჩებს.

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

    წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge", - ნათქვამია ინფორმაციაში