სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ყირიმში ქალმა მეუღლე რუსეთის მხარდაჭერის გამო ფიზიკურად გაანადგურა

    ყირიმში ქალმა მეუღლე რუსეთის მხარდაჭერის გამო ფიზიკურად გაანადგურა
    2 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ყირიმში მცხოვრებმა ქალმა ქმრის მოკვლა სცადა, რადგან მამაკაცი უკრაინაში მიმდინარე ომს ამართლებდა და მხარს რუსეთს უჭერდა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინულ სოციალურ მედიაში ვრცელდება.

    "ოკუპირებულ სევასტოპოლში წყვილი 24 თებერვლამდე მშვიდად ცხოვრობდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის წამოიწყო, ოლეგმა რუსეთის ქმედებების გამართლება დაიწყო. მისმა მეუღლემ, სვეტლანამ ეს არ მოითმინა და თავში ტაფა ჩაარტყა, გონების დაკარგვის შემდეგ კი თავი ნაგვის ურნაში ჩააყოფინა."

    "ამის შემდეგ მამაცმა ქალმა ბაღის ნიჩბით გაანადგურა მათი სახლის ეზოში არსებული დროშები რუსული პროპაგანდისტული Z და V გამოსახულებით. შემდეგ კი ქმრის ავტომანქანას ბენზინი გადაასხა და ყველა პროპაგანდისტული სტიკერი გაანადგურა. ნაცემმა ქმარმა ცოლის ქმედებების საპასუხოდ პოლიციის განყოფილებაში განცხადება შეიტანა", - წერია განცხადებაში.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ