სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კვარამ უნდა გააცნობიეროს, რომ საუკეთესო არაა"- იტალიელმა ექსპერტმა კვარაცხელია გააკრიტიკა

    "კვარამ უნდა გააცნობიეროს, რომ საუკეთესო არაა"- იტალიელმა ექსპერტმა კვარაცხელია გააკრიტიკა
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კვარა "ნაპოლიში" შესანიშნავად იწყებს, მაგრამ ქართველ ტალანტს კრიტიკოსების მაინც ჰყავს. იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, პროფესორმა ეუჯენიო ალბარელამ, Canale 21-თან ინტერვიუში კვარაცხელია გააკრიტიკა.

    "ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელი იმედგაცრუებულია, რადგან გოლების გატანა უჭირს. მას საჭირო პასებს ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია არ აძლევს. ნიჭიერი ქართველი ბათუმის "დინამოსგან" ლორენცო ინსინიეს პირდაპირ შემცვლელად შეიძინეს. მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის კვარაცხელიას ტალანტი ეჭვს არ იწვევს, მას იმაში "ადანაშაულებენ", რომ ბურთს ზედმეტად იჭერს. ოსიმენმა ბოლო სამი გოლიდან მხოლოდ ერთი გაიტანა და ისიც პენალტით. ალბარელას აზრით, ხვიჩა ჯერ კიდევ ეჩვევა გუნდს და ექსპერტს სურს, უფრო გამოცდილი პარტნიორის ირგვლივ ააგოს თამაში.

    კვარას, შესაძლოა, არ ესმის, რომ გუნდში თამაშობს, რომლის შემადგენლობაში, როგორც მინიმუმ, მისი დონის ან უკეთესი ფეხბურთელები არიან. ოსიმენის და ლოზანოს პასებით მომარაგებაა აუცილებელი, ეს გამოსასწორებელია და დარწმუნებული ვარ, მწვრთნელი ამაზე უკვე მუშაობს.

    თითქოს კვარაცხელიას უნდა, ნებისმიერ ფასად დაამტკიცოს, რომ კარგი ფეხბურთელია, თუმცა ეს მონდომება უსარგებლოა. აქ მთავარია, იყო პრინციპული და გადაწყვეტილების მიღებისას გაბედული",
    - განაცხადა ალბარელამ.