სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ამ მხრივ არანაირ ცვლილება არაა" - ვალერი გელბახიანმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

    "ამ მხრივ არანაირ ცვლილება არაა" - ვალერი გელბახიანმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი გადაცემა "ნიუსრუმში" სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს.

    გელბახიანის თქმით, აზროვნების მხრივ ექსპრეზიდენტს პრობლემა არ აქვს, თუმცა ძალიან სუსტად და უმოძრაოდაა.

    "მისი გამოხედვა აღარ არის ცეცხლოვანი...აქტიური ადამიანის გამოხედვა. რაც შეეხება გონებას, საღ აზრზეა და არაფერი ცვლილება არ არის, მაგრამ თუ ნახავთ მის მდგომარეობას, შეიძლება ითქვას, რომ აჩრდილია დარჩენილი. მე არ ვამბობ, რომ სარეანიმაციო პირობები სჭირდება, მაგრამ მისი მკურნალობის შედეგებით, გამოჯანმრთელებისკენ არ მიდის",- ამბობს გელბახიანი.