გუშინ საქართველო-თურქეთის მატჩი გაიმართა გერმანიაში, რომელსაც ათასობით ქართველი და თურქი ესწრებოდა. როგორც ჩანს ქართველები თურქების ტრიბუნაზე მოხვდნენ. იხილეთ როგორ აფრიალებს მამაცად ქართულ დროშას თურქებში ქართველი უცნობი მამაკაცი:
ეს უცნობი დროშიანი მამაკაცი, როგორც გაირკვა თენგო ჯანაშიაა, რომელიც ოჯახთან ერთად ჩაფრინდა მატჩის სანახავად გერმანიაში.
მისი მეუღლე ხათუნა დარჯანია ქმრის ცნობილ ფოტოს აზიარებს და აწერს "არ ინერვიულოთ კარგადვართ ❤️🤣“
ეს ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა და ძალიან სახალისო კომენტარებიც მოჰყვა:
"არა ბიჭოს და ჩანხანოღლუს შეეკითხებოდა✊✊✊❤️❤️❤️ უუხ შეენ გენაცვალეე ქართველოოო❤️❤️❤️"
"ამან ცალკე დიდგორი მოაწყო, გენაცვალე ქართველო"
"ა კაცი, მიმიქარავს დიდგორი😂"
"არა ბიჭოს კურდღელს დააგლეჯიებდა თავს 🤣"