სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

    ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ ლუკა ლოჩოშვილი მეორე ქართველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც ამ ზაფხულს სერია A-ში გადაბარგდება.

    ეს ინფორმაცია თავად "ვოლფსბერგერის" პრეზიდენტმა, დიეტმარ რიგლერმა krone.at-თან საუბრისას დაადასტურა და განაცხადა, რომ "ვერონას" შემოთავაზება ფინანსურად იმდენად მიმზიდველი იყო, უარს ვერ იტყოდა.

    ლოჩოშვილის სატრანსფერო თანხად დაახლოებით 1.6 მილიონი ევრო სახელდება, რაც ავსტრიული გუნდისთვის ნამდვილად არაა ცოტა.

    შეგახსენებთ, რომ სერია A-ს პირველ ტურში ერთმანეთს "ნაპოლი" და "ვერონა" ეთამაშებიან, ასე რომ შესაძლოა ქართული დუელი ძალიან მალე ვიხილოთ. მატჩი 15 აგვისტოს გაიმართება.