სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორია 10 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელსაც ზუგდიდში მანქანა დაეჯახა

    როგორია 10 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელსაც ზუგდიდში მანქანა დაეჯახა
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    10 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც წუხელ ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა, სტაბილურად მძიმედ რჩება.

    იგი წუხელვე რეანიმობილით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში პედიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ახლობლების ინფორმაციით, გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფება და აღენიშნება სხეულის მრავლობითი მოტეხილობა.

    ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ბებია და შვილიშვილი გადადიოდნენ გზაზე, რა დროსაც მათ მანქანა დაეჯახათ. ბებია ადგილზე გარდაიცვალა.