სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: დაპირისპირება "დედაენის ბარში"- "Россия 1"-ის ჟურნალისტი მოტყუებით სიუჟეტის გაკეთებას ცდილობდა

    VIDEO: დაპირისპირება "დედაენის ბარში"- "Россия 1"-ის ჟურნალისტი მოტყუებით სიუჟეტის გაკეთებას ცდილობდა
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "დედაენის ბარში" მომხდარის შემდეგ რუსული პირველი არხის კორესპონდენტი სიუჟეტის გაკეთებას ცდილობდა, თუმცა მას ამაში ხელი შეუშალეს.

    ჟურნალისტი ბარის თანამშრომლებს და სტუმრებს "როიტერისა" და "რადიო თავისუფლების" წარმომადგენლად გაეცნო. რუსული არხის ჟურნალისტის ბართან გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა. გამოიძახეს პოლიციაც.

    "ეს ადამიანი გაგვეცნო როგორც “როიტერისა” და “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი, სინამდვილეში კი რუსული პირველი არხის კორესპონდენტია. აკეთებდა სიუჟეტს დედაენის ბარზე და მოტყუებით ჩაწერა ბარის თანამშრომლები/სტუმრები. გამოვიძახეთ პოლიცია, დავაფორმატეთ ჩიპი. გაიცანით, რიმა ბერულავა",- წერს ნოდარ რუხაძე.