სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “არ გავჩერდებით, ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ"- მიქაუტაძე

    “არ გავჩერდებით, ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ"- მიქაუტაძე
    8 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ესპანეთთან მატჩზე ბოლომდე დაიხარჯებიან.

    როგორც ქართველმა ბომბარდირმა აღნიშნა, გუნდი გაჩერებას არ აპირებს და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

    “ამ ყველაფერს ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ძალიან მინდოდა. მადლიერი ვარ, რომ საქართველომ გაიმარჯვა და გავედით მერვედ ფინალში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გულშემატკივარს გადავუხადო, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქომაგები გავახაროთ. არ გავჩერდებით, ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

    საქართველომ პორტუგალია 2-0 დაამარცხა და მერვედ ფინალის საგზური მოიპოვა. უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებისთანავე პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ მეორე ტაიმის დროს საქართველოს ნაკრების ანგარიშს კიდევ ერთი ქულა მოუტანა.

    ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, ორივე თამაშში გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე იყო, რომელიც ზუსტი დარტყმების წყალობით ბომბარდირი გახდა.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ