დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ნაკრებს და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ისტორიულ გამარჯვებას სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საშუალებით ულოცავს.
“სასწაული გამარჯვება მინდა მივულოცო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს. ქართველ გულშემატკივარს, ვისაც უხარია ჩვენი გუნდის წარმატება და გამარჯვება.
ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ყველას გილოცავთ. უბედნიერესი ვართ. დარწმუნებული ვარ, თქვენც იგივე იგივე სიხარულს გრძნობთ და ამაყობთ. ძალიან მიხარია, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელოდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ნაკრებს, ძალიან მიყვარხართ ყველა. გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას“, – ამბობს კახა კალაძე.
ნახეთ ფოტო: