სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მეუღლეს ხანდახან ამას ვეკითხები ხოლმე" - ნინო ჩხეიძე პირად ცხოვრებაზე

    "მეუღლეს ხანდახან ამას ვეკითხები ხოლმე" - ნინო ჩხეიძე პირად ცხოვრებაზე
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალმა, ნინო ჩხეიძემ თავის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

    - ბოლოს მეუღლემ რა კომპლიმენტი გითხრათ?

    - სხვათა შორის, კომპლიმენტებით ყოველთვის მანებივრებს. მაგალითად, 20 წლის წინანდელ ჩემს ფოტოებს ახლა რომ ვუყურებ, საკუთარი თავი არ მომწონს, - მიმაჩნია, რომ ახლა უფრო ლამაზი ვარ, მაგრამ გიორგი 20 წლის წინაც ბევრ კომპლიმენტს მეუბნებოდა და იმაზე მეტად მოვწონდი, ვიდრე მე მომწონდა ჩემი თავი. ეს ცხოვრებაში დიდ სტიმულს მაძლევს, რადგან როდესაც ქალს გვერდით გყავს მამაკაცი, რომელსაც ყველანაირი მოსწონხარ - უშნოც, მსუქანიც, გამხდარიც, გრძელთმიანიც, მოკლეთმიანიც, - ეს თავდაჯერებას გმატებს, ასეთი მხარდაჭერა წარმატებაში გეხმარება... რა თქმა უნდა, მეუღლის მიერ ნათქვამი კომპლიმენტი ყოველთვის გულწრფელია. ხანდახან ვეკითხები ხოლმე, - 20 წლის წინ ასეთი როგორ მოგწონდი-მეთქი?!. ნუ, მოსწონს, რა (იღიმის).