სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რუსებს ვუთხარი, "პაპას“ გადაეცით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რომ დააბრუნებს, მერე ვიზამ ამას მეთქი" - დათო ევგენიძე

    "რუსებს ვუთხარი, "პაპას“ გადაეცით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რომ დააბრუნებს, მერე ვიზამ ამას მეთქი" - დათო ევგენიძე
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დათო ევგენიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში რუსეთზე ისაუბრა.

    2008 წლის შემდეგ რუსეთთან საბოლოოდ გაწყვიტეთ კავშირი?

    - არა, ერთადერთხელ ჩავედი, 2013 წელს, ფიოდორ ბონდარჩუკი ჩემი მეგობარია, მის ყველა ფილმზე ნამუშევარი ვარ, იუბილე ჰქონდა. მაშინ შემომთავაზეს 3 უმნიშვნელოვანეს პროექტზე მუსიკალური პროდიუსერობა, მაგრამ, საქართველოში დავბრუნდი. მერეც ბევრი შემოთავაზება იყო, ვიმუშავე რამდენიმე ფილმზე, რომელთაც სახელმწიფო არ აფინანსებდა. რეზო გიგინეიშვილის რამდენიმე ფილმისთვის დავწერე მუსიკა, ერთი კერძო კომპანიისთვისაც... იქ, სადაც სახელმწიფო იყო დამფინანსებელი, არც ერთი პროექტის მუსიკა არ დამიწერია. არაერთხელ კონცერტების ჩატარებასაც მთხოვდნენ, მაგრამ აღარ ჩავსულვარ.

    - უარის მიზეზს გეკითხებიან?

    - მიზეზი ნათქვამი მაქვს. ყირიმის ანექსია რომ მოხდა პირველად, დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის "ყირიმის დაბრუნება" რეკონსტრუქცია გააკეთეს. რუსები თვლიდნენ, რომ დაიბრუნეს, კი არ წაართვეს. სცენარი რომ წავიკითხე, ვიცოდი, ამ ფილმისთვის არ დავწერდი მუსიკას. პროდიუსერი ყოველ დარეკვაზე ჰონორარის თანხას ზრდიდა. თითქმის ნახევარ მილიონამდე რომ ავიდა, ვუთხარი, ვერ ხვდებით, რომ არ გიწერთ მუსიკას-მეთქი?! მითხრეს - რუსულად "პაპას" ეძახიან იმ კაცს, იცით, ვისაც ვგულისხმობ - ანუ მამას ვერ ვეტყვით, რომ ვერ დაგიყოლიეთო. ვუთხარი, "პაპას" გადაეცით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რომ დააბრუნებს, მერე დავუწერ მუსიკას-მეთქი. არ ვიცი, რა ქნეს, მაგრამ დღემდე მისტირიან ჩემს მუსიკას.